პროექტის შესახებ
როგორ მუშაობს
პლათფორმა „სანდო“ ემსახურება საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას მედიკამენტების შესახებ, რადგან ყველა მოქალაქეს ჰქონდეს შესაძლებლობა მიიღოს ამომწურავი და დეტალური ინფორმაცია მისთვის სასურველი მედიკამენტების შესახებ, რის საფუძველზეც მომხმარებელი შეძლებს გააკეთოს თავისუფალი არჩევანი წამლის შეძენის დროს. „სანდოს“ ფარგლებში თითოეულ მოქალაქეს შესაძლებლობა ეძლევა ერთი და იგივე აქტიური ნივთირების, გენერიკების ფარგლებში თავად გააკეთოს არჩევანი და შეიძინოს ევროპული წარმოების მედიკამენტი მისთვის მისაღებ ფასად.ხშირად დასმული კითხვები
იპოვეთ ყველა კითხვაზე პასუხი მარტივადსანდო არის წამლის საძიებო ვებ-გვერდი, რომლის მეშვეობითაც შეგიძლიათ მარტივად მიიღოთ ინფორმაცია საჭირო მედიკამენტებზე. მაგალითად, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტები შეადაროთ ბაზარზე არსებულ მათ ზუსტ ანალოგებს, გენერიკებს და თავად გააკეთოთ არჩევანი თქვენთვის სასურველი ფასისა და მწარმოებლის მიხედვით.
გენერიკული დასახელება იგივე წამლის აქტიური ნივთიერება არის ერთი, ხოლო მედიკამენტის სავაჭრო დასახელება შესაძლებელია იყოს განსხვავებული
ჩაწერეთ მენდიკამენტები საძიებო სისტემაში (მედიკამენტების სია შედგება არა უმეტეს 20 დასახელებისა) და დააჭირეთ ღილაკს „შედარება“ .
სანდო ავტომატურად გამოგიჩენთ ოთხ (4) სავარაუდო ვარიანტს:
- თქვენს მიერ მითითებულ მედიკამენტების ფასებს;
- ბიუჯეტური ფასის მედიკამენტებს;
- საშუალო ფასის მედიკამენტებს;
- მაღალფასიან მედიკამენტებს.
სანდო ავტომატურად გამოგიჩენთ, როგორც თქვენს მიერ შედგენილ დანიშნულებას, ისე მედიკამენტების გენერიკულ ანალოგებს სხვადასხვა ფასისა და მწარმოებელი ქვეყნის მიხედვით.
თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, შერჩეული მედიკამენტების საბოლოო სიის მიღებამდე მოახდინოთ მისი კორექტირება და გაიგზავნოთ მეილზე.